ქურდობა ეკლესიაში - წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესიიდან სიწმინდე მოიპარეს

06.02.22 10:37
ქურდობა ეკლესიაში - წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესიიდან სიწმინდე მოიპარეს

ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს. წაღებულია სპიროდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკლესია ავრცელებს.

მოხდა სამწუხარო ფატქი!

ამა წლის 13 იანვარს, #ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ!

გთხოვთ #გააზიაროთ და ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ  ჩაიდინა ეს საქციელი და ვიმედოვნებთ გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაგვიბრუნებს სიწმინდეს, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია!,- ნათქვამია განცხადებაში.

ვარკეთილის ეკლესიაშ ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნით ადრე ტაძრიდან შესაწირი ყუთი და  ზარები მოიპარეს.