"რამე მართლა არ შეგეშალოთ!" - ხაშურში შშმ პირებზე მოძალადე მეზობლებს ემუქრება და გაჩუმებას აიძულებს

06.02.22 13:12
"რამე მართლა არ შეგეშალოთ!" - ხაშურში შშმ პირებზე მოძალადე მეზობლებს ემუქრება და გაჩუმებას აიძულებს

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დედა-შვილი - მოპოვებულია აუდიოჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ხაშურში ემუქრებიან ადამიანებს, რომლებიც მედიასთან ძალადობის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. შშმ პირებზე მოძალადე მეზობლების ნაწილს გაჩუმებას აიძულებს, მეორე ნაწილს კი პირადი ცხოვრებით აშანტაჟებს. ყველა მათგანი გარდაცვლილი დედა შვილის საქმეზე ოქროს მოწმეა. 

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, მას დაჩი ტაბატაძე მეუღლის სოციალური ქსელის მეშვეობით ღიად დაემუქრა და გაჩუმება მოსთხოვა. მან ხმოვანი შეტყობინებები "პირველებს" მიაწოდა.

ამხელა ქალი ხარ და მეტი მოთიმენება იქონიე, გაიგე შენ? რამე მართლა არ შეგეშალოს შენ! ჩემი ოჯახის სახელს რომ ახსენებ, პირი გამოირიცხეთ, გაიგე? სპირტი იხმარეთ პირში და ისე ილაპარკეთ! არ გრცხვენიათ მაინც? თქვენ რაც გინდათ, მაგას ვერ მოესწრებით ვერასდროს, მაგრამ მე გაგიკეთებთ მაგას, თქვენ რაც გინდათ! აი, თქვენ ნახავთ, მართლა!, - ამბობს ტაბატაძე ჩანაწერში. 

ინფორმაციის გადამოწმება  "პირველებმა" თავად დაჩი ტაბატაძესთან სცადა, თუმცა ის მედიასთან არ ჩნდება. 

ხაშურში 50 წალმდე მამაკცს ყელი გამოჭრეს, მოგვიანებით კი დედამისი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვლილი ნახეს.   გარდაცვლილები შშმ პირები არიან.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დედამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, შვილის, 50 წლის მურთაზ მაჩხაშვილის ყელგამოჭრილი ცხედარი აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით მოხუცი ქალი პოლიციამ გამოჰკითხა. მოგვიანებით მეზობლებმა ქალის გარდაცვლაბის შესახებაც შიეტყვეს. ვენერა ღონღაძე ღამის 12 საათზე ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 

პოლიციამ საქმე თვითმვკლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, რომ ვენერა ღონღაძე და მურთაზ მაჩხაშვილი მოკლულები არიან. მეორე ვერსიით, არ გამორიცხავენ თვითმკვლელობამდე მიყავანსაც. 

მეზობლები მედიასთან ყვებიან, რომ რამდენჯერმე შეესწრენენ ფაქტს, თუ როგორ ძალადობდა ახალგაზრდა მამაკაცი დაჩი ტაბატაძე შშმ პირებზე. მათ თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც 50წლის მამაკაცი გარბოდა და შველას ითხოვდა. ის გარკვეული პერიოდით თავს მეზობელსაც კი აფარებდა.

გარდაცვლილი დედა-შვილის ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.