ალავერდის მონასტრის მიწაზე კომპანია "ბადაგონი" ფეშენებელურ სასტუმროს აშენებს
ალავერდის მონასტრის მიწაზე სასტუმრო აშენდება. "ALAVERDI RESORT"" ასე ეწოდება 32 ნომრიან დასასვენებელ კომპლექსს, რომელსაც კომპანია "ბადაგონი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ააშენებს.
ისტორიული ტაძრის ეზოში მოწყობილ სასტუმრო წელიწადში 10 ათასამდე ვიზიტორის მიღებას შეძლებს. სასტუმროსთან ერთად დამსვენებელს კვების ობიექტები, აუზები და სხვა გასართობი ობიექტები დახვდებათ.
მშენებლის მტკიცებით, სასტუმროს პროექტი ეპარქიამ მოიწონა და ნებართვაც გასცა.
"პირველების" შეკითხვას, ირღვევა თუ არა სასტუმროს მშენებლობით კულტურული მემკვიდრეობის ექსტერიერი, ალავერდელმა მიტროპოლიტმა არ უპასუხა. მიტროპოლიტის მდივანი კი ირწმუნება, რომ აღნიშნული მშენებლობა ნებდართული, მათ შორის, 2005 წლის სინოდის განჩინებით. განჩინების თანახმად მშნებელობა დასაშვებია ეკლესიიდან 500 მეტრის მოშორებით, თუმცა აღნიშნული დასასვენებელი კომლექსი ტაძღიდან 200 მეტრში აშენდება.
მიტროპოლიტის მდივანს "პირველებმა" ასევე ჰკითხა, აქვს თუ არა აღნიშნულ მშენებლობაშ ეპარქიას რაიმე სახის ფინანსური დაინტერესება რაზეც მან გვიპასუხა, რომ ამაზე საუბარო ნაადრევია.