აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა შეჩერებულია - მუშები ადექვატურ ანაზღაურებას ითხოვენ
მორიგი პროტესტი ქვეყანაში - მრავალმილიონიანი პროექტი, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა შეჩერებულია. მუშები უკვე ხუთი დღეა გაფიცულები არიან. ისინი აბასთუმნის მთებში, ყინვაში ჩატარებული სამუშაობის ადექვატურ ანაზღაურებას ითხოვენ.
ჩვენი ძირითადი პრობლემები თავიდან დაიწყო თანამშრომლების ეტაპობრივად გაშვებამ. ჩანაცვლება უნდოდათ თავისი ხალხით. თურქეთის მოქალაქეების ადგილობრივების მაგივრად უნდოდათ რომ მიეღოთ. არის ხელფასი ძალიან დაბალი, დღეში 60 ლარი დღესდღეობით არარაფერია. ეს ოპერატორებზე ვლაპარაკობ და მძღოლებს რაც შეეხება, 40 ლარია და 40 ლარი რა არის ოჯახისთვის? არაფერი!, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.
პრობლემის მოსაგვარებლად კონტრაქტორი კომპანია მუშებთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე დღეა მართავს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მორიგი შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან დღესაც გაიმართება.