აბასთუმანში გაფიცული მუშები თურქული კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ამ დრომდე ელოდებიან
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მომუშავე მუშები თურქული კომპანიის ხელმძღვანელობას ამ დრომდე ელოდებიან. შეხვედრა 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ადგილზე "Macro constraction"-ის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
ცოტა ხნით გაფიცული მუშები ადრე "Geo group"-ს წარმომდგენლებსაც შეხვდნენ. სწორედ აღნიშნული კომპანიას ქვეკონტრაქტორი კომპანიაა "Macro constraction"-. რომლის ხელმძღვანელობამაც მუშებს საიმედო ვერაფერი უთხრა.
კომპანიის ხელმძღვანელობა არ მოსულა, ჯერ არ დაგვიწყია მოლაპრაკებები. ადიგენის მერი ჩამოვიდა, რომელიც ჩვენს მხარეზე არ დგას. სამი დღის ჩვენ სხვანაირი პოზიცია გვქონდა და ბატონი შმაგი ბიძიშვილი ჩამოვიდა და სხვანაირი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, - ამბპობს ერთ-ერთი მუშა.
ადგილზე მუშებთან შესახვედრად ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ მას შემდეგ ჩავიდა, რაც პრობლემის შესახებ "ტვ პირველის" ეთერით გაჟღერდა.
მხოლოდ და მხოლოს ხელფასზე იყო გართულება, რომელსაც უთხრეს, აქტიური მუშოაბა რომ დაიწყება, განვიხილავთ მაგ საკითხსო. კომპანიამ ასე მიმართა. აღარ უნდა ყოფილიყო გაფცვა ჩვენი ვარაუდით, მაგრამ რაშია საქმე არ ვიცი. ხელფასი უნდა ყოფილიყო განხილული აქტიური სამუშაოების შემდეგ, სადღაც აპრილის თვეში, რაზეც ნახევარმა თქვა თანხმობა, ნახევარმა არა, მაგრამ არის რაღაც საკითხები, - თქვა ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ.
მრავალმილიონიანი პროექტი, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა შეჩერებულია. მუშები უკვე ხუთი დღეა გაფიცულები არიან. ისინი აბასთუმნის მთებში, ყინვაში ჩატარებული სამუშაობის ადექვატურ ანაზღაურებას ითხოვენ და სამსახურიდან გათვაისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას ითხოვენ.