სემეკი "თელასსა" და "თელმიკოში" შევიდა
შემოწმება დაიწყო - ყველაზე დიდ ენერგოკომპანებში რევიზიის ჯგუფი შევიდა. სემეკის 10 კაციანმა ჯგუფმა უნდა დაადგინოს, იხდიან თუ არა მოქალაქეები დენში ვიდრე მოიხმარენ. სემეკმა "თელასსა" და "თელმიკოში" შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მარეგულირებელ კომისიაში ასობით საჩივარი შევიდა, სადაც მოქალაქეები წერენ, რომ გასულ თვეს დენზე უჩვეულოდ დიდი გადასახადი მიუვიდათ.
სემეკის წარმომადგენელთა თქმით, თუ დადგინდება, რომ "თელმიკომ" და "თელასმა" აბონენტებს იმაზე მეტი გადაახდევინეს, ვიდრე დახარჯეს, კომპანიები დაჯარიმდებიან.
ცნობისთვის, ზედმეტად დარიცხული გადასახადების გამო, ყველაზე დიდ ენერგოკომპანე რამდენიმე თვის წინ, დაჯარიმებულები უკვე იყვნენ. "თელასის" შემთხვევაში ჯარიმა 50 000 ლარი იყო, "თელმიკოს შემთხვევაში 75 000. დავით ნარმანის თქმით, თუ დადასტურდა, რომ კომპანიები ამ შემთხვევაშიც ზედმეტ თანხებს ახდევინებდნენ მოქალაქეებს, კარიმების რაოდენობა გაორმაგდება.
ნარმანია ამბობს, რომ მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ და მომდევნო თვეების გადასახადებზე გადანაწილდება.
თუ არასწორად იქნება დარიცხული, ასეთ შემთხვევაში, დარიცხვების კორექტირება მოხდება, ხოლო თუ მასობრივი ხასიათი ექნება ასეთი ტიპის დარიცხვებს, მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, გამოიყენოს ჯარიმა, რასაც აუცილებლად გააკეთებს. როცა რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ვნახეთ მათ მიერ არასწორი დარიცხვები, მოხდა ამ კომპანიების დაჯარიმება. იგივე გადაწყვეტილებით, გაფრთხილებულები არიან, რომ მსგავი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ"- თქვა ნარმანიამ.