სიტუაცია საყურადღებოა - თამარ გაბუნია კორონავირუსის რეკორდულ ზრდაზე

06.04.21 13:18
სიტუაცია საყურადღებოა - თამარ გაბუნია კორონავირუსის რეკორდულ ზრდაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ამას ბოლო 24 საათის სტატისტიკა მოწმობს. 

897 შემთხვევა დადასტურდა, რაც მაღალია ბოლო პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით  და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სიტუაცია არის საყურადღებო, ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ინფექციის გავრცელების ტემპის მატებაზე. ეს არის  საყურადღებო მდგომარეობა," - ამბობს თამარ გაბუნია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის   897 შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-მდეა. 24 საათში 24592 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა  196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.