მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება თვითიზოლაციაში - გაბუნია პრემიერის შესახებ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი მკურნალობა თვითიზოლაციის პირობებში მიმდინარეობს.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის ჩაიტარებს შესაფერის მკურნალობას, თვითიზოლაციაში ხდება მისი მკურნალობა," - ამბობს გაბუნია.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.