სასაფლაოზე აიყვანა და მოკვლით ემუქრებოდა - მელიას დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელს ბრალი წარუდგინეს

06.04.21 16:38
სასაფლაოზე აიყვანა და მოკვლით ემუქრებოდა - მელიას დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელს  ბრალი წარუდგინეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.

საქმის მასალების თანახმად, სპეცრაზმელმა ზაზა ელანდიშვილმა  საკუთარი  ნათესავი სასაფლაზე აიყვანა და მოკვლით ემუქრებოდა.

ბრალდებულია სპეცრაზმელის ძმაც, რომლიც საჯარო მოხელეა.

დგინდება, რომ ელანდიშვილები საკუთარ ნათესავს სასმართლოში დაწყებული ქონებრივი დავის გამო დაუპირისპირდნენ.