ბინაში რემონტი იყო, წინასწარი ინფორმაციით, საქმე დაუდევრობასთან გვაქვს - "თბილისი ენერჯი" მომხდარ აფეთქებაზე

15.02.22 12:04
ბინაში რემონტი იყო, წინასწარი ინფორმაციით, საქმე დაუდევრობასთან გვაქვს - "თბილისი ენერჯი" მომხდარ აფეთქებაზე

კომპანია "თბილისი ენერჯიში" დღეს დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. კომპანიის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება დაუდევრობამ გამოიწვია. 

"დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან",-  წერია განცხადებაში. 

აფეთქება დიღმის მასივში დღეს დილას მოხდა. აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებული ბინის მეპატრონე კი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.