სოლიდარობა უკრაინას! - ქართველი ხალხის პასუხი აგრესორს (ფოტოამბავი)

26.02.22 21:17
სოლიდარობა უკრაინას! - ქართველი ხალხის პასუხი აგრესორს (ფოტოამბავი)

სოლიდარობა უკრაინას! - დედაქალაქის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქცია თითქმის ორი საათია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

აქციაზე საქართველოს ხელისუფლებისა და პრემიერ ღარიბაშვილის უმოქმედობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა  საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს. 

საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები,  პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს და მხარდასაჭერად არც თავად ჩავა კიევში.  აქციის მონაწილეები უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

სამოქალაქო აქტივისტების გუშინდელმა პროტესტმა კი შედეგი უკვე გამოიღო - საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს.

მსგავსი სიახლეები