ერთად სვამდნენ, სავარაუდოდ, ცემით მოკლა -წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"ტვ პირველმა" კიკეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - ადგილობრივები ამბობენ, რომ 32 წლის დავით ფედოროვმა მამა, გივი ფედოროვი, ცემით მოკლა.
როგორც ირკვევა, სასტიკი მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. წინასწარი ინფორმაციით, მამა-შვილი სახლში ერთად სვამდა. კონფლიქტი კი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფებს შორის მოხდა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ბრალდებული დააკავა, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ადგილობრივები ოჯახს დადებითად ახასიათებენ.