მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე - ბრალდებულ მედიკოსებს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

08.04.21 17:42
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე - ბრალდებულ მედიკოსებს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამათლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

პროკურატურა თითოეულის შემთხვევაში 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.