შურისძიება წყალტუბოში - კაცს, რომელსაც ძმების მკვლელობას ედავებიან, სახლი გადაუწვეს

08.04.21 23:33
შურისძიება წყალტუბოში - კაცს, რომელსაც ძმების მკვლელობას ედავებიან, სახლი გადაუწვეს

შურისძიება შემზარავი დანაშაულის გამო - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში კაცს, რომელსაც ბიძაშვილების  მკვლელობას ედავებიან, სახლი  გადაუწვეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ საზარელ  დანაშაულს  უკავშირდება ანგარიშსწორება მოკლული ძმების ახლობლების მხრიდან.

სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს. ცეცხლის ჩაქრობა  მალევე მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, სახლის მცირე ნაწილია დამწვარი. ოჯახს ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ სურს.

ცნობისთვის, შემზარავი ფაქტი სოფელ რიონში 4 აპრილს მოხდა. ძმების მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ფაქტთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 16 დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.