შვედური ბანკი საქართველოში გადარიცხვებს აჩერებს
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შვედური ბანკი Handelsbanken საქართველოში ტრანზაქციებს აჩერებს. გადაწყვეტილება საფინანსო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო. შვედეთის ბანკი საქართველოსა და სომხეთში ტრანზაქციებს 21 მარტიდან აჩერებს. მიზეზი კი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს გავლით სანქციებზე გვერდის ავლაა.
ინფორმაციას შვედეთში მცხოვრები მოქალაქეებიც "ტვ პირველთან" ადასტურებენ. მათ ბანკმა ინფორმაცია უკვე დაუგზავნა.
ინფორმაცია გავრცელდა გუშინ, ყველა მომხმარებელს გაეგზავნა ბანკის მიერ ინფორმაცია. ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ტრანზაქციების შეჩერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ისე სომხეთში და პირიქით. ტრანზაქციები შეჩერდა იმიტომ, რომ ამ სანქციების აღსრულება მოხდეს", - ამბობს შევედეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეს და გადარიცხვები სხვა ბანკებმაც შეაჩერონ.
ნახეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ბუნებრივია, რომ ამ ბანკების რეაქცია არის, რომ საქართველოსთან ნებისმიერი ურთიერთობა შეწყვიტონ, შეიძლება 1-2 ბანკი იყოს, რომელიც ამას ამბობს მხოლოდ, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად გამრავლდეს, თუ დროზე გონს არ მოვა "ქართული ოცნება", - ამბობს გიგა ბედინერიშვილი.