საკადრო წმენდა ეროვნულ კინოცენტრში - თეა წულუკიანმა კინოცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ფინანსური გადაცდომა თუ რეპრესიები უკრაინის მხარდაჭერის გამო- თეა წულუკიანმა კიდევ ერთი ახალი შტურმი უკვე კინოზე მიიტანა- დირექტორი გაათავისუფლა და თან შანტაჟის ენით ესაუბრება. წულუკიანი გაგა ჩხეიძეს დაემუქრა, რომ მის საქმეს პროკურატურას გადაუგზავნის.
წულუკიანმა მთელი კულტურა თავდაყირა დააყენა - აცხადებენ კინომცოდნეები და ვარაუდობენ, რომ ამიერიდან მხოლოდ ის ფილმები დაფინანსდება, რომელიც წულუკიანს მოეწონება და არა ისეთი დოკუმენტური ფილმი, რომელიც რეჟისორმა სალომე ჯაშმა გადაიღო. ,,როგორ დაათრევს ოლიგარქი ხეებს". აღნიშნულმა ფილმმა წულუკიანი სავარაუდოდ ძალიან გააბრაზა და ამიტომ შტურმმა კინოცენტრზეც არ დააყოვნა.
თუ ასეთი ჩარევები გაგრძელდა, ჩვენი წლობით და სიმწრით მოპოვებული საერთაშორისო პარტნიორობა წყალში ჩავარდება - აცხადებს კინოპროდიუსერი, ელენე მარგველაშვილი.
თეა წულუკიანის რეპრესიების ტალღა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის, გათავისუფლებით დაიწყო. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი კინოცენტრის საქმიანობაზე მომზადებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გახდა, თუმცა სპეციალისტები აღნიშნულ დასკვნაში ვერანაირ კანონდარღვევას ვერ ხედავენ.
კინოცენტრი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გაგა ჩხეიძემ კინოინდუსტირაში ჩართულ ყველა პირს რუსეთის დაფინანსებულ პროექტებზე უარის თქმისა და რუსული პროპაგანიოსტული ფილმების აკრძალვისკენ მოუწოდა. წულუკიანმა რეაგირება არ დააყოვნა და კინოცენტრის დირექტორს გათავისუფლებასთან ერთად, პროკურატურითაც დაემუქრა.
კინოცენტრის უფროსის მოავლეობას ჩეხეთსა და იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა სიხარულიძე, შეასრულებს. სიხარულიძეს ამ სფეროში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.