მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს

15.03.22 22:28
მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს

რუსეთის პირველი არხის რედაქტორი, რომელმაც გუშინ საინფორმაციო გადაცემის მიმდინარეობისას ანტისაომარი ბანერი პირდაპირ ეთერში გაშალა, 30 000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მარინა ოვსიანიკოვა ამინისტრაციული წესით გაასამართლეს.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ეს ყველაზე მძიმე ღამე იყო მის ცხოვრებაში.

ირკვევა რომ, აღნიშნული ჯარიმა ჟურნალისტს ბანერის გაშლამდე ჩაწერილი ვიდეო მიმართვის გამო დაეკისრა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. უცობია,  წაუყენებენ თუ არა ახალ ბრალს ჟურნალისტს ბანერის შინაარსის გამო. 

 ჟურნალისტი, გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სახელმწიფო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშივების დროს სტუდიაში გაშალა ბანერი "შეაჩერეთ ომი, აქ თქვენ გატყუებენ".