შეკვეთილი მკვლელობა არ იყო და ეს აბსურდია - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი განცხადება

16.03.22 12:35
შეკვეთილი მკვლელობა არ იყო და ეს აბსურდია - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი განცხადება

მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა - ამის შესახებ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ განაცხადა. ბრალდებულმა დღეს პროკურორების არცერთ კითხვას არ უპასუხა და რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა.

შეკვეთილი მკვლელობა არ იყო და ეს აბსურდია. ვაღიარე ბრალი და არ მიცდია სასამართლოსთვის თვალებში ნაცრის შეყრა, თანამზრახველი არ მყოლია. სასამართლომ მოისმინა მეორე ბრალდებულისგან რაც მოხდა, ამას ვადასტურებ",- განაცხადა ბრალდებულმა.

ჭელიძე ირწმუნება, რომ გიორგი კავილაძემ არ იცოა, რომ მას თან იარაღი ჰქონდა. 

თუ ასეა წესი, რომ პასუხი უნდა გავცე პროკურორის კითხვებს, მე უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე. ახალს ბატონ პროკურორს ვერაფერს ვეტყოდი, ბრალი რაზეც მაქვს წარდგენილი, აღიარებული მაქვს და არ მსურს თავიდან ამ თემების გავლა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნა",- განაცხადა ჭელიძემ.

22 წლის ნიკა კვარცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 10 გასროლით მოკლეს.  აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.