ნეიტრალიტეტის მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული - ზელენსკის გუნდი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს
უკრაინა არ აპირებს მიიღოს ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი - განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა.
უკრაინა უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს ითხოვს. "დღეს უკრაინას სურს ჰყავდეს მართლაც ძლიერი მოკავშირეები უსაფრთხოების მკაფიოდ განსაზღვრული გარანტიებით".
გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, დარჩნენ საინიციატივო მხარედ მოლაპარაკების პროცესში. აქედან მოდის სიტყვები ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელის შესახებ. მაგრამ უკრაინა ახლა პირდაპირ ომშია რუსეთთან. აქედან გამომდინარე, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. არა სხვა მოდელები და ვარიანტები უკრაინა არასოდეს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხმება, ან გეგმავს შეტევას მეზობლებზე", - თქვა მან.