უზრუნველჰყავით მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება - მედიაკოალიცია ხელისუფლებას

09.04.21 13:37
უზრუნველჰყავით მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება - მედიაკოალიცია ხელისუფლებას

თავდასხმა კრიტიკული მედიაზე - კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს  დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
 

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ  მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. - აღნიშნულია კოალიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

 

ტელეკომპანია ,,ფორმულას" თანამშრომელს უცნობი პირები დღეს თავს დაესხნენ

მსგავსი სიახლეები