თავდასხმა ლაზეთის რეზიდენციაზე და მეუფის თხოვნით გათავისუფლებული ბრალდებული - ახალი დეტალები

09.04.21 17:05
თავდასხმა ლაზეთის რეზიდენციაზე და მეუფის თხოვნით გათავისუფლებული ბრალდებული - ახალი დეტალები

"ტვ პირველმა" ლაზეთის ეპარქიაზე თავდასხმის ახალი დეტალები გაარკვია. თავდამსხმელი ბადრი მჟავანაძე, რომელიც სამართალდამცველებმა პოლიციაში მუქარის ბრალდებით გვიან ღამით გადაიყვანეს, მეუფე დიმიტრის თხოვნით გაათავისუფლეს.

ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მამა იოანე გორელიშვილის, თქმით, მთვრალ ბადრი მჟავანაძეს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. 

მისი თქმით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს ინანიებს:

ეპარქიას ამ ინცინდენტთან დაკავშირებით საჩივარი არ შეუტანია. როცა გაირკვა, რომ ეს პიროვნება უბრალოდ ნასვამი იყო. მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არც მეუფე დიმიტრის, არც ეკლესიისა და არც სასულიერო პირების მიმართ. ეს იყო მისი სიმთვრალის ბრალი, რის გამოც ის ძალიან დიდ სინანულს გამოხატავს და ბოდიშს იხდის.  მეუფემ თხოვნით მიმართა სამართალდამცველებს, თუ შესაძლებელი იქნებოდა, გაეთავისუფლებინათ და ოჯახში დაებრუნებინათ, ასეც მოხდა, ის უკვე ოჯახშია"- განაცხადა მამა იოანე გორელიშვილმა. 

ბათუმში, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი გუშინ შეიჭრა.