სოფელ ნამოხვანში, მდინარეში კაცს ეძებენ

10.04.21 21:22
სოფელ ნამოხვანში, მდინარეში კაცს ეძებენ

სოფელ ნამოხვანში, მდინარეში მამაკაცს ეძებენ. გამოცემა "რეგინფოს" ინფორმაციით,  ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. "რეგინფოს" ცნობით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადიდებულ რიონში გადახტა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.