დაძაბულობა ნამოხვანში -ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა

11.04.21 17:02
დაძაბულობა ნამოხვანში -ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა

გუმათჰესის ტერიტორიაზე სპეცრაზმის და პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. სამართალდამცავები პროტესტის მონაწილეებს კარვების აღებისკენ მოუწოდებს. აქტივისტების თქმით, მათ არ განუმარტეს კარვების აღების მიზეზი. 

რიონის მცველი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ შსს-ს განცხადება, თითქოს კარვების აღების გადაწყვეტილება წყლის დონის მატებას უკავშირდება აბსურდულია. გოლეთიანის თქმით, იმ ადგილას სადაც კარვებია განლაგებული წყლის დონის მატება არ ხდება და კარვები უსაფრთხო ადგილასაა.

წყლის დონესთან კავშირი არაა, სადაც კარვებია განთავსებული იქ წყლის დონე არ იმატებს იმ ზღვრამდე რომ ხელი შეუშალოს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სპეკულაციის საგნად ხდის ადამიანს, რომლის ბედიც ჯერ არ ვიცით," - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

დაძაბული ვითარების პარალელურად, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 30 წლამდე ახალგაზრდა გუშინ, გვიან ღამით მდინარეში შევიდა.