დაობლებული ბავშვები ოკუპირებულ გალში - ბედის ანაბარად დარჩენილებს სახელმწიფო დახმარება სჭირდებათ

12.04.21 13:19
დაობლებული ბავშვები ოკუპირებულ გალში - ბედის ანაბარად დარჩენილებს სახელმწიფო დახმარება სჭირდებათ

ოკუპირებულ გალში მიტოვებული ბავშვები - მცირეწლოვნები, რომლებსაც მშობლები მდინარე ენგურში დაეუღუპათ, ახლა ბედის ანაბარად არიან დარჩენილები. დედ-მამის გარეშე დარჩენილი 7 წლის ილიას 77 წლის ბებია ზრდის. სიდუხჭირეში მცხოვრები ნათესავები ყვებიან, რომ  ბავშვის ბებიის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ბავშვი, ფაქტობრივად, მეურვეუბის გარეშეა დარჩენილი. 

ანრის მამა, რომელსაც მეუღლე ასევე, ტრაგიკულად  დაეღუპა ენგურში, ამბობს, რომ ბავშვს უცხოეთში მკურნალობა ესაჭიროება. 

ოჯახები სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ელოდებიან, რომელიც ამ დრომდე არ მიუღიათ. 

მე მოვთხოვე, რომ ბავშვი ავადაა და საზღვარგარეთ რომ წავიყვანოთ სამკურნალოდ, ის თანხა ჩაგვირიცხონ. ბავშვს დაუნიშნონ კიდევ თანხა, დედა რომ არ ჰყავს, რომ ყოველთვიურად რაღაც თანხა ჰქონდეს. ახლა 8 თვის არის, 7 თის წინ ოპერაცია გაუკლეთდა იაშვილის კლინიკაში, მკურნალობა სჭირდება, - ამბობს ბავშვის მამა.

მაშველებმა მდინარე ენგურში 4 ადამაინის ცხედარი 7 აპრილს იპოვეს.  საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგელობა  რუსეთს დააკისრა.