ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი სამსახურში ყოფნის დროს გარდაიცვალა

12.04.21 19:48
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი სამსახურში ყოფნის დროს გარდაიცვალა

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი, არჩილ ჩაჩანიძე, სამსახურში ყოფნისას მოულოდნელად ცუდად გახდა და  გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის  კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით რამდენიმე დღის წინ აიცრა. ფინანსთა სამინისტრო  ტვ პირველთან  არ ადასტურებს ფაქტს, რომ გარდაცვალება აცრამ გამოიწვია და აცხადებს, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა.

 

არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.  
გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს - ნათქვამია ფინასთა სამინისტროს განცხადებაში.