დიალოგის სივრცე ნათია თურნავასთან არ გვრჩება - ვარლამ გოლეთიანი
დიალოგის სივრცე ნათია თურნავასთან არ გვრჩება - ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა ტვ პირველთან, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა. გოლეთიანის თქმით, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ამიტომ აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
ნათია თურნავამ, იმ ეტაპზე, როცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი შეხვედრის მიმართ, მიაყენა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფა, ჩვენ მოვითხოვეთ მინისტრის პასუხისმგებლობა ამ საკითხში და გადადგომა, რადგან მისი საქციელით შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, შესაბამისად, დიალოგის სივრცე უშუალოდ ნათია თურნავასთან ჩვენ არ გვრჩება. შემდეგი საფეხური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ვინც მოდის, ეს არის ალბათ, ბატონი პრემიერი,,ის უნდა ჩართულიყო საკითხებში,,რადგან თურნავა ვერ ღებულობს გადაწყვეტილებებს და იმ შეხვედრიდანაც იმიტომ გაიპარა, რომ კონკრეტული რაღაცეების თქმა მას არ შეეძლო, როცა შევიდოდით პოლემიკაში, ამიტომაც აარიდა თავი. მასზე უფრო მეტად ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები, ვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრას - თქვა ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ ის მზადაა, შეხვდეს რიონის მცველებს, თუმცა მისთვის ულტიმატუმების ენა მიუღებელია.