საზარელი მკვლელობა სალოსის ქუჩაზე - "პირველებმა" სისხლიანი გარჩევის ფიგურანტების ვინაობა დაადგინა

28.04.22 13:27
საზარელი მკვლელობა სალოსის ქუჩაზე - "პირველებმა" სისხლიანი გარჩევის ფიგურანტების ვინაობა დაადგინა

საზარელი მკვლელობა ისანში - განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გრიგოლ დოჩია წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

რაც შეეხება სისხლიან დაპირისპირებას, ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილებს 38 წლის დოჩიას რეპლიკა არ მოეწონათ. ირკვევა, რომ თავდაპირველად ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. რის შემდეგაც გრიგოლ დოჩიამ 4 პირი საკუთარი დანით დაჭრა. 

მოკლულია გიზო საბეკია, რომელიც სისხლიანი დაპირისპრების შედეგად დაჭრილი 16 წლის არასრულწლოვანი ბიჭის მამაა. ახალგაზრდა კაცს, მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მიყენებული ჭრიილობები სიცოიცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. 

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს ისინი სიკვდილს ებრძვიან. 

დაკავებულს მეზობლები დადებითად ახასიათებენ, მათი თქმით, დოჩია მუშად არის დასაქმებული და 4 შვილის მამაა. 

შსს-ს ცნობით,  4 ადამიანის დაჭრის შემდეგ დოჩია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის დაკავება მომხდარიდან რამდენიმე საათში შეძლეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები