წულუკიანის რეპრესიები - იულონ გაგოშიძეს ეროვნული მუზეუმიდან ათავისუფლებენ

28.04.22 15:42
წულუკიანის რეპრესიები - იულონ გაგოშიძეს ეროვნული მუზეუმიდან ათავისუფლებენ

ეროვნულ მუზეუმში საკადრო წმენდა გრძელდება.  წულუკიანის სამიზნე ისევ დამსახურებული მეცნიერები არიან. იულონ გაგოშიძეს ეროვნული მუზეუმიდან ათავისუფლებენ. მას განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით  გაუმზადეს და ხელის მოსაწერად გაუგზავნეს.

იულონ გაგოშიძე ეროვნულ მუზეუმში 60 წელზე მეტია, მუშაობს. 

მოკლე წერილია, რომ გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან პირველი ივლისიდან. ჩემი ანაზღაურება არის, ხელზე ვიღებ 160 ლარს. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სტუდენტობიდან ვიყავი მუზეუმის ექსპედიციაში.

ეს ხელისუფლება ხომ თვლის, რომ მარტო "ოცნების" პარტიის და "ოცნების" მომხრეთა მთავრობაა.", - ამბობს იულონ გაგოშიძე.

მსგავსი სიახლეები