პოლიციამ ვაზისუბანში მოკლული პოლკოვნიკის ავტოფარეხიდან 11 იარაღი ამოიღო - ახალი დეტალები
ვაზისუბანში, საკუთარ სახლში მოკლული პოლკოვნიკის, ზაზა ბეროზაშვილის, ავტოფარეხიდან პოლიციამ 11 ცეცხსასროლი იარაღი ამოიღო. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა შვილმა სახანძრო თავად გამოიძახა და ეზოში სამძიმარსაც იღებდა.
ტვ პირველის ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი, დუმილის უფლებას იყენებს.
მასთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ადვოკატი, თუმცა უფლებადამცველს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გამოძიება ახლა დანაშაულის მოტივს ადგენს.
სასტიკი მკვლელობა ვაზისუბანში. გამოზიების ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი ბეროზაშვილმა, საკუთარი მშობლები გაძარცვა, მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი გაუჩინა.
გარდაცვლილი ზაზა ბეროზაშვილი პოლიციის პოლკოვნიკი იყო და ნარკოთრეფიკის საკითხებზე უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.