დატბორილი მარშალ გელოვანის გამზირი - ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია.
სავარაუდოდ, დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა, რამაც ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა მარშალ გელოვანის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სადაც წყლის ნიაღვარი მიედინება. საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.