148 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 280 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 635 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 958 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 312 საიდანაც, 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 72.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.