დატბორილი სამინისტრო და უწყლოდ დარჩენილი ცენტრალური ქუჩები - დედაქალაქის ნაწილი კვლავ პარალიზებულია

29.04.22 14:04
დატბორილი სამინისტრო და უწყლოდ დარჩენილი ცენტრალური ქუჩები - დედაქალაქის ნაწილი კვლავ პარალიზებულია

მარშალ გელოვანის გამზირზე მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო თბილისის ცენტრალურ ქუჩებს წყალი არ მიეწოდებათ. მოსახლეობა უწყლოდ მთელი დღით დარჩა, რადგან ამ წუთებში ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დიდი დარტყმა მიადგა სოფლის მეურნობის სამინისტროს, სადაც წყალმა უწყების არქივი და პირველი სართული სრულად გაანადგურა. სამინისტროდან ნაკადი მარშალ გელოვანის გამზირზე ჩავიდა. ზარალი მიადგა ასევე "საქართველოს ბანკსაც", სადაც წყლის ნიაღვარი შევიდა. 

რამ გამოიწვია მილის დაზიანება, უცნობია.

დაზიანდა წყლის მილი დილით, ჩვენ შემთხვევაში ,,თბილსერვისი" ჩართულია, როგორც დასუფთავების  დეპარტამენტის სანიაღვრე სამსახური.

იწმინდება ქუჩები, გელოვანის გამზირი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შიდა ტერიტორია. აქედან წამოვიდა, ეს გზა გაიარა და  მარშალ გელოვანზე ჩამოვიდა", - ამბობს "თბილსერვისის" წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები