დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს "ბორჯომის" ნაციონალიზაცია - ექსპერტები

29.04.22 15:11
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს  "ბორჯომის" ნაციონალიზაცია - ექსპერტები

კომპანია "ბორჯომის"  წარმოების  გაჩერების შემდეგ ეკონომისტები სავარაუდო სცენარს განიხილავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მინერალური წყლის წარმოების გაჩერებით ქვეყანა დიდ საექსპორტო პოტენციალს კარგავს,  რაც ქართულ ეკონომიკაზეც აისახება. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფორსმაჟორით უნდა ისარგებლოს და პროდუქციის ნაციონალიზაცია მოახდინოს. 

სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი მოფერების რეჟიმში ყოფნას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან და გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდეს დაუყოვნებლივი  ნაციონალიზაცია ბორჯომის. ეს არ შექმნის პრობლემას იმ კუთხით, რომ ინვესტორებისთვის იქნება საფრთხე. ეს არის ფორსმაჟორი და საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალის მატარებელი და მასზე ხორციელდება სანქციები, აქ უნდა ჩაერიოს სახლემწიფო, - ამბობს ექსპერტი ოთარ აბესაძე. 

კომპანია "ბორჯომი" დროებით წარმოებას აჩერებს. მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. 

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

მსგავსი სიახლეები