სანქციების გამო ბორჯომის ორივე ქარხანა იხურება
დალიეთ ,,ნაბეღლავი" - ასე მარტივად უყურებს მმართველი პარტიიის ერთ-ერთი სახე, გიორგი ვოლსკი, მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქვეყნის უმსხვილესი ბრენდის, ბორჯომის", გაჩერებას. საერთაშორისო სანქციების გამო ბორჯომის ორივე ქარხანა დაიხურა. 1500 ადამიანის ბედი, ვინც კორპორაციაში იყო დასაქმებული, ჰაერშია გამოკიდებული. 130 წლიანი ისტორიის მქონე წარმოების პერსპექტივა ასეთი ბუნდოვანი არასდროს ყოფილა.
ბორჯომის აქციების საკონტროლო პაკეტს რუსული კომპანია ,,ალფა ჯგუფი" ფლობს. მისი მფლობელი 2013 წლიდან რუსი ოლიგარქი ფრიდმანია. ის საერთაშორისო სანქციების სიაში რუსეთ-უკრაინის ომი გამო მოხვდა. პუტინის მხარდაჭერისთვის ამერიკამ და ევროკავშირმა ფრიდმანი შავ სიაში შეიყვანა და მთელი ანგარიშები გაუყინა. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ბორჯომმა გაავრცელა, წერია, რომ მათი პროდუქციისთვის 40-ზე მეტი ქვეყნის კარი დაიკეტა.
რა გამოსავლი არსებობს და გაქრება თუ არა დახლებიდან ბორჯომის ქარხნის პროდუქცია: ,,ბორჯომი", ,,ლიკანი" და ,,ბაკურიანი"? ,,დისტრიბუტორთა ასოციაციაში" ვარაუდობენ, რომ რამდენიმე კვირის მარაგი საწყობებში იქნება, თუმცა შემდეგ რთული რეალობა შეიქმნება.
ახლა ერთადერთი გზა არსებობს. ბიზნესმენები და ეკონომისტები ითხოვენ, მთავრობამ ,,ბორჯომის" ნაციონალიზაცია მოახდინოს და გამოისყიდოს ბორჯომის საკონტროლო პაკეტი.