თბილისი ნაწილს წყალი დღეს ისევ არ ექნება

30.04.22 10:07
თბილისი ნაწილს წყალი დღეს ისევ არ ექნება

თბილისი ნაწილს წყალი დღეს ისევ არ ექნება. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  ავრცელებს. 

 წყალმომარაგება 30 აპრილის 12:00 საათამდე შეზღუდული ექნება:

მთწმინდა-კრწანისის რაიონში - კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, მელიქიშვილის, ლარსის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ჟორდანიას, ინგოროყვას, ლერმონტოვის, პეტრიაშვილის, ოქროყანას დასახლებას; პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკე- საბურთალოს რაიონში - კეკელიძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, ყიფშიძის, დოლიძის, იოსელიანის, კოსტავას, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში - ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები