153 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქრათველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოვლინდა ვირუსის 153 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 153 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 76 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 5, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 228 საიდანაც, 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 167, აჭარაში - 8, იმერეთში - 74.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 935 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.