რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა, მამის იარაღით მოახდინა გასროლა - მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

30.04.22 13:03
რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა, მამის იარაღით მოახდინა გასროლა -  მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი აღიარებს, რომ მან ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო და მშობლები დახოცა.საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც თავად მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ესწრება. 

პროკურორის თქმით, ბეროზაშვილს კონფლიქტი ჰქონდა მშობლებთან და მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ბრალდების მხარე უმკაცრეს სასჯელს ითხოვს. 

გამოძიების ინფორმაციით, მან გასროლა მამის იარაღით განახორციელა.

ამ ეტაპზე საქმეზე მიღებული მტკიცებულებებით დადგენილი არის, რომ მას ჰქონდა კონფლიქტი მშობლებთან, ძირითადად მამასთან, თუმცა რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. აღნიშნული მკვლელობა დაგეგმა გარკვეული დღეებით ადრე და განახორციელა 27 აპრილს. აღიარებს ინსცენირებას ყაჩაღობის. მკვლელობა განხორცილებულია მამის რეგისტრირებული იარაღიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში არარეგისტრირებული იარაღიდან. დადგენილია,რომ ორივე მშობელს ეძინა სხვადასხვა ოთახში . ამმის მიმართ განხორციელდა მკვლელობა და დედის მიმართ ცოტა ხნის შემდეგ", - ამბობს საქმის პროკურორი.

ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.

ბრალდებულს  16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები