ოკუპანტებმა უკრაინაში 27 წლის ექიმი აწამეს და დახვრიტეს

30.04.22 13:27
ოკუპანტებმა უკრაინაში 27 წლის ექიმი აწამეს და დახვრიტეს

ხარკოვის რეგიონში ოკუპანტებმა აწამეს და დახვრიტეს ანტიტერორისტული ოპერაციის 27 წლის  მედიკოსი. ამის შესახებ ხარკოვის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, ნასროლი აქვს მუხლებსა  და ტერფებში, მიყენებული აქვს თავის ტვინის დაზიანებები  და ნასროლი აქვს  ტყვია გულმკერდის არეში, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები