მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი გააჩინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და პატიმრობას ეთანხმება.
პროკურორმა მკვლელობის მოტივზე დეტალურად ისაუბრა. გამოძიებსი ინფორმაციით, დაკავებულმა 2019 წელს მამის უკითხავად სახლიდან 21 000 დოლარი წაიღო, რისი ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა, მამა კი აღინიშნულის დაბრუნებას თხოვდა, რასთან დაკავშირებითაც მშობლებთან კონფლიქტი ჰქონდა.
ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ