სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობა - ექიმები აქციას მართავენ

30.04.22 15:18
სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობა - ექიმები აქციას მართავენ

"გადავრჩინოთ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლე" -  ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები ამ მოთხოვნით პარლამენტთან იკრიბებიან. გზავნილის ადრესატები საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოებაა. ქუჩაში გამოსული მედიკოსები და სამოქალაქო პირები ცდილობენ  ამ ფორმით ხმა საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიაწვდინონ.

უნდა მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო საზოგადოებას, ისევე როგორც საქართველსო მოსახლეობას, საზოგადოებას, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ეს არ არის სახუმარო თემა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ყოველ წუთს შეიძლება განვითარდეს ფატალური შედეგი.  არცერთ მედიკოსს არ გვაქვს უფლება სახლში ვიყოთ და დავმუნჯდეთ", - ამბობს ექიმი ვილი პაჭკორია. 

აქციას ესწრებოდა მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელმაც ექიმებს მადლობა გადაუხადა.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვიცნ მხარს უჭერს ჩემს შვილს და ვინც იბრძვის მისი სიცოცხლის გადასარჩენას.ექიმებს განსაკუთრებული მადლობა ჩემგან, ყველა ექიმი, რომელიც იყო ჩართული პროცესში აღმოჩნდა ძალიან კომპეტენტური. ერთადერთი ნაკლი აქვთ ექიმებს, რომ ისინი არიან ომის პარტიის წევრები", - ამბობს გიული ალასანია. 

მსგავსი სიახლეები