"ღრიალებდნენ, პოლიცია გვეჯახება, გვესვრის!" - დევნის ოპერაციის შემდეგ სამი ადამიანი გაქრა

30.04.22 20:31
"ღრიალებდნენ, პოლიცია გვეჯახება, გვესვრის!" - დევნის ოპერაციის შემდეგ სამი ადამიანი გაქრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა - ორ კვირაზე მეტია 30 წლის ანა თედიაშვილი ქმარს,  გიორგი შენგელიას უშედეგოდ ეძებს. თედიაშვილი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ გიორგი შენგელიამ ბოლოს 14 აპრილს დაურეკა, უთხრა, რომ პოლიცია მისდევდა და მის მანქანას ესროდა.

ქალი ამბობს, რომ სროლა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ხმა ტელეფონში ისმოდა. ქმარმა ცოლს უთხრა, რომ დადევნებისას პოლიციის მანქანა ამოტრიალდა, პოლიციელის ამოტრიალებულ მანქანს კი საპატრულოს რამდენიმე ეკიპაჟი დაეჯახა. 

დამირეკა ჩემმა მეუღლემ, ძალიან ემოციური ფონი იყო, მანქანაში რამდენიმე ბიჭი იჯდა. იყო ღრიალი - გვიშველეთ,  გვესვრიან, გვკლავენ. მე ვეუბნები,  გაჩერდით დაემორჩილეთ, მაგრამ იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ ახლა რომ გავჩერდეთ, შეიძლება პოლიციამ მოგვკლასო. მეუბნება, რომ უკან "შკოდის" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა. დანარჩენი საპატრულო პოლიციის მანქანები ამოტრიალებულ მანქანას შეეჯახა მას შემდეგ კბალი ქრება"- აცხადებს ანა თედიაშვილი. 

მისი თქმით, საკუთარი ყურით გაიგო, შეჯახებისა და სროლის ხმა. 

ცოცხალია, მკვდარია, სროლის შედეგად, რამე დაზიანებული აქვს არაფერი ვიცი. სად ვეძებო, პოლიცია არაფერს მეუბნება, საქმეშიც არ მახედებენ.  პირველი ტიპის დიაბეტი  ვარ, ჩემი ქმარი არ მიმატოვებდა"- აცხადებს გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცოლი. 

მანქანაში მჯდომი სამი ახალგაზრდიდან ორმა ოჯახთან დარეკვა და იმის თქმა მოასწრო რომ "პოლიცია მისდევს და ესვრის", მათ შორის იყო ბექა შენგელია, ის დას შველას სთხოვდა. 

დას დაურეკა და უთხრა, მიშველეთო. ძალიან ბევრი ეკიპაჟი მოგვზდევს და გვესვრიანო, მკლავენ და მიშველეთო"- აცხადებს კი კიდევ ერთი გაუჩინარებული ბექა შენგელიას ახლობელი. 

ფაქტია, რომ პოლიციას სამი ახალგაზრდა არ დაუკავებია, ისინი არც კლინიკებში  არიან. სამართალდამცავები, ვინც მანქანას მისდევდნენ და ესროდნენ გაჩნარებულ ოჯახებს იმასაც კი ვერ პასუხობენ ცოცხლები არიან თუ არა ახალგაზრდები? ერთადერთი, რაც ოჯახმა დაადგინა, არის ის, რომ პოლიცია დევნის ოპერაციას ოპორატიული ინფორმაციის საფუძველზე ახორცილებდა. 

ამასთან, დოკუმენტში,  რომელიც "შაბათის ეთერს" ხელში ჩაუვარდა, წერია, რომ პოლიციამ  გამოძება საპატრულო  პოლიციის უფროსისათვის სამსახურეობირივ უფლებამოსილების წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაიწყო. წინააღმდეგობა მას კი ოპერატიურალად ძებნილმა პირებმა, მუიხეილ ხარებავამ და ბექა შენგელიამ გაუწიეს, რომლებიც სავარაუდოდ თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდენ. პოლიციის დადგენილებაში არაფერი წერია, რომ მათ ახალგაზრდებს ესროლეს.

ოჯახი ახლა ფიქრობს ინციდენტის დროს ახალგაზრდები არაგვის ხიდიდან გადავარდნენ და პოლიცის მაღალჩინოსანი ამ ამბავს მალავს. 

აქით გვესვრიან, აქით გვეჯახება დამიმტვრიეს, მარცხენა მხარეს სარკე და ჩაჭეჭყილია ავტომობილი, საავარიო სიტუაციას გვიქმნიან, შესაძლოა გადაგვყარონ საერთოდ ხიდიდან. დავით მიქიაშვილი გვკლავს... არ ქონიათ ცეცლსასროლი იარაღი აქეთ ეჯახებოდა მიქიაშვილი"- აცხადებს გაუჩინარების ცოლი. 

შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ დევნის ოპერაციის დროს, საპარტრულო პოლციის უფროსი, რომელიც სავრაუდო დევნილ ახალგაზრდებს მანქანით შეეჯახა, თავდაც დაშავდა და მძიმე დაზიანებებით კლინიკასი გადიაყვანეს.

პიოლიციის მაღალჩინოსანი ოჯახის წევრი  "ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ კუთვნილი შკოდის ტიპის ავტომობილი, არაგვის ხიდთან ამოყირავდა.

შემთხბების ამსახველი ვიდეო გამოსახულება სავარაუდოდ არ არსებობს, დგინდება რომ არაგვის ხიდის მიმდებარე პერიმეტრიდან სათვალთვალო ვიდეო კამერები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ ჩამოხსნეს  და უკან არავის დაუბრუნებია.

რედაქტორის შენიშვნა: სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან "ტვ პირველს" აცნობეს, რომ "მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 39-კმ/ზე., „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, პოლიციელის ავტომობილზე განზრახ შეჯახება მოახდინა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა". 

შეჯახების შედეგად, პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.    აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კიდექსის კოდექსისი 353-ე პრიმა მუხლით.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისთვის და დაკავების მიზნით'- აცხადებენ შინაგან სამეთა სამინისტროში. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები