არამარტო ჩოგნით მცემდა, პირველად ქორწილის დღეს შემეხო - ნეკა დოტოყაშვილი დუმილს "შაბათის ეთერთან" არღვევს

30.04.22 22:12
არამარტო ჩოგნით მცემდა, პირველად ქორწილის დღეს შემეხო - ნეკა დოტოყაშვილი დუმილს "შაბათის ეთერთან" არღვევს

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზიური ინტერვიუ ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლესთან - ნეკა დოროყაშვილმა დუმილი "ტვ პირველთან" დაარღვია და სპორტსმენის მხრიდან ძალადობის შემზარავ დეტალებზე ალაპარაკდა. 

"არამარტო ჩოგნით მცემდა" - ამბობს ახალგაზრდა ქალი ნატა ქაჯაიასთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი მტკიცებით, კოლოლოზ ბასილაშვილი მას პირველად "ქორწილის დღეს შეეხო".

მოდელი ამტკიცებს, რომ ბასილაშვილმა და მისმა ოჯახმა "მთელი საზოგადოება დაუპირისპირეს". 

ძალადობა ძალიან მალე დაიწყო, პირველად ქორწილის დღეს შემეხო - ეს იყო ჯვრის წერის შემდეგ. ხდება ასეც, როცა ხვდებოდე სხვა ადამიანს და ქორწილის დღეს აღმოაჩინო, რომ სხვა ადამიანს გაყევი ცოლად..."- უთხრა "შაბათის ეთერს" დოროყაშვილმა. 

ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ პირველი ჩოგანი მასზე სისტემატიურად ძალადობდა. 

ამერიკის ინცინდენტთან დაკავშირებით  (ჩოგნით ცემა) არსებობს ვიდეო-მასალა. კონკრეტული კადრები სადაც ძალადობის ეპიზოდი ჩანს, თუიმცა ვარჩევდი, რომ მოსამართლემ მოუსმინოს ჩემს სიტყვას. მე ამ კადრებს არ ვასაჯაროებ, არ მინდა მართლმსაჯულება განვახორციელო სასამარტლოს კარს მიღმა"- უთხრა "ტვ პირველს" ნეკა დოროყაშვილმა.  

მისი თქმით, სიმართლეს შეესაბამება საქმის მასალებში მოყვანილი ფაქტები - თავში ხელის ჩარტყმა, ხელების გადაგრეხა, საჭმლის თავზე გადაყრა, თმების მოქაჩვა, დაზიანებები სხეულზე. 

მოდელი ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ, ის არაერთხელ წამოსულა ბასილაშვილის სახლიდან, თუმცა "მერე იყო ისტერია - დაბრუნდი, ბოდიში, შეიცვლება და ა.შ". 

ძალიან რთულია მსხვერპლის ფსიქოლოგია, ჯერ შენს თავთან გამოტეხვა - შენ უბრალოდ გგონია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, გამოასწორებ, შეცვლი და დაეხმარები. შენ გაქვს მოზალადის შიში და მორჩილება'- დასძენს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე. 

ნეკა  დოროყაშვილი, სპორტსმენთან ერთად არაადამიანურ მოპყრობაში ბასილაშვილის ოჯახის სხვა წევრებსაც ადანაშაულებს. 

ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვის ქვეშ ვიყავი, ყველაზე რთულია სულიერი ტკივილი... ჩემი ყოფილი ქმარი და დედამთილი გიჟს მეძახდნენ. ამის დაძახება დედამთილმა დაიწყო - სხვა ადამიანების ისტორიებს მიყვებოდა, რომ ქალის ფსიქიკა ლაბილურია და ძალიან დიდი შანსია, მაღალია ალბათობა, რომ ქალი მშობიარობის შემდეგ გაგიჟდეს. თითქოს მაგუებდა ოჯახი, ეომ საღი, ჯანსაჟი ადამიანი მართლა შეიძლება გაგიჟდეს.  ნიკეს ეუბნებოდა, რომ გიჟი ვიყავი" - ამბობს ქალი, რომელიც ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ამხელს. 

ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, მას მეუღლე და ბასილაშვილის ოჯახი უთვალთვალებდა, მისივე თქმით "ლეპტოპში კამერა სულ იყო ჩართული". ასეთ მაგალითად მოდელს თაბლობის თვის მოგზაურობა მოჰყავს, როცა მისი განცხადებით, დედამთილი წყვილს ნომერში სკაიპით ურეკავდა და აკვირდებოდა. 

ქალი ამბობს, რომ ჩოგბურთელმა ქმარმა, განათლების მიღებისა და მუშაობის დაწყების უფლებაც არ მისცა.

მარწუხებში ვიყავი, ფაქტობრივად ციხეში. ეს იყო 2013 წლიდან 2019 წლამდე. მას მუდმივი კონკურენცია ჰქონდა ცემთან, არ მოსწონდა, როცა კარგად გამოვიყურებოდი, მეუბნებოდა, რომ ბიჭებიც და გოგონებიც გიყურებენ შენ და არ მინდა რომ დამჩრდილოო"- თქვა მოდელმა. 

 კითხვაზე, რატომ იწერდაცოლ-ქმარი ერთმანეთს, ნეკა დორიყაშვილი ამბობს, რომ მათ ნებისმიერ დიალოგს ნიკოლოზ ბასილაშვილი იწერდა, მისვე სიტყვებით, ჩოგბურთელი ამას დედას ასმენინებდა რადგან მიიჩნევდა, რომ "დედა ოჯახის მოსამართლე იყო". 

ნიკოლოზს რომ ვეკითხებოდი, რატომ მიწერდა, მეუბნებოდა, რომ დედამ უნდა მოუსმინოსო. შემდეგ დედამისს უნდა გამოეტანა დასკვნა. რამდენიმე ჩანაწერი მეც გავაკეთე, იმისთვის, რომ მისთვის დამემტკიცებინა სინამდვილეში რა თქვა (არა, შენ ასე არ გითქვამს, ასე თქვი და რატომ გადათქვი)" - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები