გადაზიდვების ნებართვები ძვირდება - სპეციალისტები პროდუქციის ფასების ზრდას პროგნოზირებენ
ტრანსპორტის სააგენტო გადაზიდვების ნებართვებს აძვირებს. ახალი რეგულაციები საავტომობილო გადაზიდვებს ეხება. ამ დრომდე ერთჯერადი ნებართვის ღირებულება 70 ლარს, დღეიდან კი 140 ლარს შეადგენს.
ანტიკორუფციული მოძრაობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაციები უარყოფით გავლენას იქონიებს და ფასები ყოველდღიური მოხმარების, მათ შორის, საკვებ პროდუქტებზეც გაიზრდება.
დღეს ეკონიმიკის სამინისტრომ აამოქმედა ახალი რეგულაციები, რომლითაც ძვირდება როგორც ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვები, თუ იყო ეს 70 ლარი, ხდება 140 ლარი, თუ იყო ეს 100 ლარი, ხდება 200 ლარი და ასევე, დამატებითი რეგულაციები შემოაქვს მრავალჯერადი ნებართვების ასაღებად. სამინისტრო ქმნის ერთგვარ მონოპოლიას. ეს იმ მძიმე პირობებში, როდესაც საწვავი სიედაც კატასტროფულად არის გაძვირებული არის დამატებითი ხარჯი, რაც ტრამსპორტირების და ხარჯებს ერთობლიობაში გააძვირებს და ტრანსპორტირების ხარჯების გაძვირება, რა თქმა უნდა, აისახება სხვადასხვა პროდუქციის ღირებულებაზეც, - ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის თავმდჯომარე ვასო ურუშაძე.