ოჯახური ძალადობის საქმე - დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
პროკურატურამ ბიზნესმენს მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
კოდუა ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. მისმა მეუღლემ თავიდან განაცხადა, რომ ქმარმა მასზე იძალადა, თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა.