წინათ, ქალს ქმარი რომ მიატოვებდა, ჰომოსექსუალიზმს აბრალებდა - რობერტ სტურუა ბესო ზანგურს იცავს

14.04.21 10:58
წინათ, ქალს  ქმარი რომ მიატოვებდა, ჰომოსექსუალიზმს აბრალებდა - რობერტ სტურუა ბესო ზანგურს იცავს

რუსთაველის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელი მორიგ სკანდალში ეხვევა. რობერტ სტურუა ბესო ზანგურის მიერ ყოფილი მეუღლის სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმიანება და მსახიობს იცავს.

ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 დაიწყეს რეპრესიები!, - წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში. 

აღნიშნულ პოსტს საზოგადოების დიდი გამოეხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც  რეჟისორმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

წინათ ქალი ქმარი რომ მიატოვებდა, ჰომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბავენ!
 ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!
 
P.S.
სხვათა შორის, ჯონი დეპმა მოიგო საქმე! საზიზღარმა მოძალადემ!“, - წერს სტურუა.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 11 წლი წინანდელი ამბავი გაიხსენა და  ყოფილი მეუღლის, რუსთაველის თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის, მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.