აგრესიას თუ არ შეწყვეტთ, მივიღებთ პროპორციულ ზომებს - სამხარეო პოლიციის უფროსი აქტივისტებს

14.04.21 11:06
აგრესიას თუ არ შეწყვეტთ, მივიღებთ პროპორციულ ზომებს - სამხარეო  პოლიციის უფროსი აქტივისტებს

ხმაური გუმათჰესთან -   აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ბარიკადებს ხელების დარტყმით აპროტესტებენ. დასავლეთ საქართველოს სამხარეო პოლიციის უფრომა სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ რკინის კონსტრუქციებს არ შეეხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ პროპორციულ ძალას. 

ეს აგრესია შეწყვიტეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს, - მიმართა თამაზაშვილმა აქტივისტებს. 

რკინის კონსტრუქციები პოლიციამ დილის 5 საათზე აღმართა.