სასამართლომ უნდა გაათავისუფლოს აქტივისტები - ,,საია"-ს იურისტები გუმათში დაკავებულებზე

14.04.21 11:21
სასამართლომ უნდა გაათავისუფლოს აქტივისტები - ,,საია"-ს იურისტები გუმათში დაკავებულებზე

გუმათში დაკავებული 6  აქტივისტი ,,საია'-ს იურისტებმა მოინახულეს.  იურისტები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათი დაკავებით უკანონო ქმედება ჩაიდინა და სასამართლომ დროულად უნდა გაათავისუფლოს. 

გუშინ გააგრძელა პოლიციამ უკანონო დაკავებების სერია, წინა დაკავებულები სასამართლომ გაამართლა და გაათავისუფლა დაკავებულები.  შევხვდით დაკავებულებს, დღეს იქნება მათი პროცესი, ვფქრობ, რომ სასამართლო მათ მიმართ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც არ იქნებიან სამართალდამრღვევებად ცნობილი. ვფიქრობ, რომ სასამართლო არ დააკანონებს იმ უკანონობას, რაც გააკეთა პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ - ამბობს ,,საია"-ს იურისტი. 

 შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამე მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები