რეპრესიების ახალი ტალღა კინოცენტრში - წულუკიანმა მისთვის არასასურველი თანამშრომლები გაათავისუფლა
კიდევ ერთი სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ -კინოცენტრის თანამშრომლები წულუკიანს სასამართლოში უჩივიან. კინოცენტრის ექპერტების 7 კაციანი ჯგუფი კულტურის მინისტრმა სამსხურიდან ისე გაუშვა, რომ არც მიზეზი უთქვამს და არც ოფიციალური განმარტება გაუკეთებია.კინომცოდნეები პირდაპირ ამბობენ, რომ წულუკიანი მისთვის არასასურველ კადრებს საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკით უპირისპირდება.
ერთ ჟიურის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რომ ხსნი და ნიშნავ მეორე ჟიურის, აქ უკვე ეჭვები ჩნდება, რომ რაღაცა სხვა დამოკიდებულებების გამო ხდება ეს. თუმცა ამას სასამართლო პროცესი გადაწყვეტს", - ამბობს კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული თანამშრომელი.
თითქოს ეს კომისია არ არსებობდა, არცერთ წერილზე პრაქტიკულად პასუხი არ მიგვიღია, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ სინამდვილეში არანაირი საფუძველი არ სჭირდებოდა ჩვენი კომისიის გაუქმებას, რომ ყოფილიყო საფუძველი აუცილებლად მოგვწერდნენ პასუხად", - ამბობს კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული თანამშრომელი.
ISFEDის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ თეა წულუკიანი პოლიტიკურ რეპრესიებს მიმართავს და რეორგანიზაციის საბაბით მისთვის არასასურველ კადრებს ათავისუფლებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ქალბატონ თეა წულუკიანს ერთიდაიგივე მიდგომა აქვს ყველგან იწყება რეორგანიზაცია, იწყება ადამიანების გათავისუფლებები, რომლებიც არ არიან ლოიალურად განწყობილი მის მიმართ ან მისი პოლიტიკური ხედვების და პარტიის მიმართ, რასაც ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ", - ამბობს ნინო დოლიძე.