მეგი ბაქრაძის ოჯახი პროკურატურას იმ ექიმის დასჯას სთხოვს, ვინც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა
მეგი ბაქარაძის ოჯახი საგამოძიებო უწყებას რეაგირებას თხოვს. გარდაცვლილი მედდის ოჯახი და ადვოკატები ამ წუთებში გენერალურ პროკურატურასთან იმყოფებიან. ისინი იმ ექიმების დასჯას ითხოვენ, ვინც საგამოძიებო უწყებას ცრუ ჩვენება მისცა.
ქალბატონი ვიოლეტას განცხადებით სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, ფორმა 100 და მანამდე შეგროვილი სხვა დოკუმენტაცია არის ცრუ ინფორმაცია. ის პირადპირ ადასტურებს, რომ დოკუმენტაციაში მითითებული დრო არის ცრუ და ასევე, შესაძლოა, სხვა ინფორმაციაც იყოს მცდარი.
ეს აღიარება უკვე ქმნის იმის მოცემულობას, რომ გამოძიება იქნეს დაწყებული თავად კლინიკის მიმართ. გვსურს დავადგინოთ, რას აპირებს პროკურატურა, გამოძიება, თუ აქვს რაიმე გეგმა.- აცხადებს ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან უკვე 1 წელი გავიდა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ანაფილაქსიური შოკი სახელდება. ოჯახი დამნაშავეთა წრის გაფართოებას ელოდება.