სესხები ისევ ძვირდება - რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, 12%-მდე გაიზარდოს
საქრთველოს ათასობით მოქალაქეს, სავარუდოდ, დღეიდან სესხები კიდევ უფრო გაუძვირდებათ. საკითხზე ეროვნულ ბანკში ზუსტად 12 საათზე იმსჯელებენ. ცნობილია, რომ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1%-ით გაზრდას განიხილავენ.
ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზარდოს. მათი თქმით, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ქვეყნაში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი გაქვს, რაც პროდუქტებზე ფასების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.
თუ გავითვალისწინებთ არსებულ ვითარებას როგორც ინფლაციის მიმართულებით, ისე საგარეო მდგომარეობას და საგარეო შოკებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მონიტარულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება. რაც შეეხება რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, გაძვირებულ ლარს, რასაც ჩვენ , პრინციპში, ვაკვირდებით ბოლო 1 წლის განმავლობაში იმდენად, რამდენადაც ცენტრალური ბანკი არსბეული ბერკეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყანაში გაქცეული ფასების საერთო ოდნე მოთოკოს, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბარიხარტარი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი სესხების გაძვირებით ინფლაციას ვერ გააჩერებს. ენმ-ს წევრის რომან გოცირიძის თქმით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.
თუ ამას გააკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ილუზიებში არიან. ინფლაციის მოთოკვის უამრავი სხვა ხერხი არსებობს. უამრავი შეცდომა დაუშვა ეროვნულმა ბანკმა, ასევე მტავრობამ. არის ცუდი ბიუჯეტი, იფლანგება არასწორად ფული ბიუჯეტიდან. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, რაცს ამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებშ ძნელად წარმოსადეგია, - ამბობს რომან გოცირიძე.